მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე: დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია

მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე: დიპლომატიური საშუალებები ამოწურულია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დიპლომატიური გადაწყვეტის საშუალებები ამოწურულია. მისი თქმით, რუსეთის მიზანია არა მხოლოდ ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის როგორც სახელმწიფოს სრულად განადგურება.

მერცმა რუსეთის მოქმედებები "კრიმინალური რეჟიმის" პოლიტიკად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბერლინი გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს არ დაუშვას.

მან ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის საერთაშორისო ლიდერობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქვეყანა იღებს იმ პასუხისმგებლობას, რასაც ევროპა ელოდება. პარტნიორებთან - განსაკუთრებით ევროპელ მეზობლებთან - მჭიდრო ურთიერთობების გაღრმავება ამ პროცესის ნაწილი იქნება.