მერცი: 2008 წელს უკრაინა NATO-ში რომ მიგვეღო - მოხდებოდა თუ არა ეს ომი?

2008 წელს უკრაინა NATO-ში რომ მიგვეღო, რასაც ამერიკელები ემხრობოდნენ, ხოლო საფრანგეთი და გერმანია კი ეწინააღმდეგებოდა, შესაძლებელია სპეკულირება - მოხდებოდა თუ არა ეს ომი? უკრაინა დიდი ბირთვული სახელმწიფო იყო, მსოფლიოში მესამე ბირთვული ძალა იყო. მათ თანხმობა განაცხადეს ბირთვული იარაღის დათმობაზე, თუმცა შემდეგ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდათ [უკრაინელებს] ეს მოხდებოდა? ეს კითხვა კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავსვათ. ეს ომი ახლა მიმდინარეობს და ჩვენ ის უნდა გავაჩეროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა.

განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა Fox-თან ინტერვიუში.