მერიამ სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

მერიამ სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

თბილისის მერიამ მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობის დახლები აიღო. ტერიტორია თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

მერიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.

"ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა", - აღნიშნულია ინსპექციის განცხადებაში.