თბილისის მერიის ცნობით, 17 იანვირდან ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, ამის მიზეზი გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციაა.
"თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება.
კერძოდ, პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე. მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში", - წერს თბილისის მერია.