სულ უფრო ღრმავდება დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში. შიდა პარტიული კონფლიქტი ურთიერთბრალდებებით. არაფორმალურ გავლენებზე ლაპარაკისას პარტიის ყოფილი თავმჯდომარის სამიზნეები უცვლელია, თუმცა დაემატა კიდევ ერთი ყოფილი მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი. ამჯერად დავით კეზერაშვილზე საუბრის დროს ნიკა მელიას კრიტიკა გასცდა კორექტულობის ფარგლებს და მძიმე ფორმები მიიღო.