მელია: მადლობა ზურაბიშვილს, დისკრეციული უფლების სწორ დროს, სწორი მიზნით გამოყენებისათვის!

მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის! სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის. მნიშვნელოვანია, სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს.

წერს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან დღეს, დილის 10:00 საათზე მიიღო გადაწყვეტილება მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე.