მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბერში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს.
როგორც მედია იუწყება, შეხვედრები სან-ფრანცისკოში გაიმართება.
მანამდე, 18 ივნისს, ჩინეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ეწვია. ჩინეთში ბლინკენის ვიზიტიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა.
ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი მაშინ უწოდა, როდესაც საუბრობდა ჩინეთის პრეზიდენტის რეაქციაზე აშშ-ის მიერ ჩინური სათვალთვალო ბუშტის ჩამოგდებისას.
"მიზეზი, თუ რატომ იყო სი ძინპინი ძალიან უკმაყოფილო, როდესაც ჯაშუშური აღჭურვილობით დატვირთული საჰაერო ბუშტი ჩამოვაგდეთ, იყო ის, რომ მან არ იცოდა ამ ბუშტის შესახებ. ეს კი დიქტატორებს ძალიან არ მოსწონთ - როდესაც არ იციან, რა ხდება", - თქვა ბაიდენმა.