მძევლების შესაძლო ვიდეოების გამო, ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, ბავშვებს TikTok წაუშალონ

მძევლების შესაძლო ვიდეოების გამო, ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, ბავშვებს TikTok წაუშალონ

ისრაელში მშობლები გააფრთხილეს, რომ ბავშვების მობილურ ტელეფონებში სოციალური ქსელები წაშალონ - CNN წერს, რომ ამის მიზეზი, ჰამასის ტერორისტების მიერ მძევლების ვიდეოების გამოქვეყნების საფრთხეა.

თელ-ავივის ერთ-ერთი სკოლის მშობლების ასოციაციის განცხადებით, უთხრეს, რომ მოსალოდნელია ისეთი ვიდეოების გავრცელება, სადაც დაჯგუფების მიერ აყვანილი ტყვეები სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვენ - შეტყობინებაში მშობლებს მოუწოდეს, შვილების ტელეფონებიდან TikTok-ის აპლიკაციები წაშალონ.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.