მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული. ისრაელში მიჰყავთ გათავისუფლებული მძევლები. მოლაპარაკებების შედეგად გამოშვებულია ჯამში 25 ადამიანი, ნაწილის კატარის, ნაწილი - ეგვიპტის შუამავლობით. თავის მხრივ, ისრაელი ათავისუფლებს დანაშაულებისთვის დაკავებულ 39 ადამიანს. ლაპარაკია ქალებსა და მოზარდებზე. წითელი ჯვარი ელოდება, ისრაელის მხრიდან პატიმართა გადაცემას.