მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია პარტიულ დავალებაზე გელაპარაკოთ, დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, მათ შორის, ფინანსურ მხარეს იმისას, რომ ორგანიზება იყოს და მგზავრობა უზრუნველვყოთ მთლიანად. მაგრამ თუკი ვინმე ამბობს, რომ ერთი ადამიანიც კი, არ ვაჭარბებ, თვითონ ვის როგორ დააპროვოცირებენ და რას დადგამენ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ უნდოდა, გარანტირებულად გეუბნებით, და უთხრეს, რომ არა, შენ უნდა წამოხვიდე.
ამბობს მამუკა მდინარაძე რუსული კანონის მხარდასაჭერად დაანონსებულ ოცნების ხვალინდელ კონტრაქციაზე.