მდინარაძე კობახიძეზე: ირაკლი ის ადამიანია, რომელსაც არგუმენტებით ვერასდროს ვერავინ მოუგო

როგორ შეიძლება იმაზე ლაპარაკი, რომ ეკონომიკური მიმართულებით [კობახიძეს] გამოცდილება არ აქვს? ვინც ამას ლაპარაკობს და ეკონომისტებად მიაჩნიათ თავი, ბევრზე გაცილებით დიდი ცოდნა აქვს… ირაკლი კობახიძე არ აცდენდა შანსს ოპოზიციასთან დებატებში, რომ აბსოლუტურად პირწმინდად გაენადგურებინა მათი არგუმენტები. შემდეგ ამას ისინი ძალიან ზოგად ფრაზებს უპირისპირებდნენ - ეს არის სიძულვილის ენა. ყველა შემთხვევაში, ირაკლი იყო ის ადამიანი, რომელსაც არგუმენტებით ვერასდროს ვერავინ მოუგო, ვერც ერთი კამათი, ვერც პარლამენტში, ვერც სატელევიზიო სივრცეში, ვერანაირ ფორმატში.

განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.