"ნუცა უნიჭიერესი მომღერალია... შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნუცა ბუზალაძის მიერ რუსეთში სიმღერას.
"ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არა თუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისათვის, არამედ ქვეყნისათვის. შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო და ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო რაღაც. ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, თავის მეგობართან ჩასვლა და ამის გამო დაბულინგება... მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად აგდებს ხოლმე. ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური სახე", - აცხადებს მდინარაძე.
ქართველმა მომღერლებმა, მათ შორის ნუცა ბუზალაძემ, მოსკოვში იმღერეს. ბუზალაძემ მოგვიანებით ბოდიში მოიხადა.