მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

მათე დევიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

რეჟიმის პატიმარი მათე დევიძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღეს დევიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა.

ის 21 ნოემბერს დააკავეს.

მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარუდგინა.

მათე დევიძეს 4-დან 7-წლამდე პატიმრობა ემუქრება.