მასკმა X-დან წაშალა პოსტი, სადაც ტრამპს ეპშტეინის საქმის ფაილებში ყოფნაში ადანაშაულებდა

მასკმა X-დან წაშალა პოსტი, სადაც ტრამპს ეპშტეინის საქმის ფაილებში ყოფნაში ადანაშაულებდა

ამერიკელმა მილიარდერმა X-ზე წაშალა პოსტი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმის მასალებში ფიგურირებაში ადანაშაულებდა.

ABC news წერს, რომ ილონ მასკმა პოსტი 7 ივნისის ღამეს წაშალა. მეორე დილას პოსტის ბმულზე იყო მოცემული შეტყობინება: "აქ სანახავი არაფერია".

ილონ მასკის პოსტი X-ზე წერდა:

"ნამდვილი დიდი ბომბის ჩამოგდების დროა! დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ არ გასაჯაროვდა ისინი. ბედნიერ დღეს გისურვებ, დონალდ ტრამპ!", - დაწერა მან.

ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგისთვის ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ბრალის თანახმად, მან ათობით არასრულწლოვანი გოგო სექსუალურ ტრეფიკინგში ჩართო. 2024 წელს დოკუმენტების ასობით გვერდი გამოქვეყნდა. ეს დოკუმენტების პირველი ნაწილი იყო, რომელშიც საუბარი იყო დონალდ ტრამპისა და ჯეფრი ეპშტეინის შეხვედრაზე.

2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ სხვა საქმეებთან ერთად, ამ საქმის მასალებსაც გაასაჯაროებდა, თუმცა გენერალური პროკურორის მიერ გამოქვეყნებული ახალი ფაილები დამატებით გარემოებებს ან სახელებს არ მოიცავდა.

დონალდ ტრამპის და ილონ მასკის საჯარო დაპირისპირება - ვრცლად