მარნეულში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Aktual.ge ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფმა ადამიანებმა დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს და ბიზნესმენის მხრიდან უარის შემდეგ, მის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს.
ხელყუმბარა არ აფეთქდა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავდა.
ცნობილია, რომ მომხდართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავეს.
ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.