მარნეულის უბანზე საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს

მარნეულის უბანზე საარჩევნო ყუთში ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენეს

მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა.

ინფორმაციას სოციალური ქსელით ნინო ლომჯარია ავრცელებს და კადრებსაც ურთავს.

მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.

გარდა ამისა, უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა.