მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული

მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული

მარნეულის N5 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების სააგიტაციო მასალა იყო განთავსებული. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფოეში, ამომრჩეველთა სიებთან ერთად ქართული ოცნების სააგიტაციო მასალაც იყო. საარჩევნო კოდექსის თანახმად ეს კანონდარღვევაა და იკრძალება.