
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა 12 ივლისს, თბილისის დროით 13:00 საათზე კუალა-ლუმპურში, ასეანის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე შეიძლება გაიმართოს — ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განრიგშია აღნიშნული.
ვაშინგტონის დროით შეხვედრა 18:00 საათზეა ჩანიშნული.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ შეხვედრის საკითხი მართლაც განიხილება.