მარგველაშვილი: რაც პარლამენტში ხდება, 84 ადამიანის და ივანიშვილის პოლიტიკური ხარაკირია

დღეს რაც ხდება პარლამენტში ეს არის შინაარსს მოკლებული ვითომ პოლიტიკური პროცესი, რომელშიც 84 ადამიანი და მათი ხელმძღვანელი ივანიშვილი გაიკეთებენ პოლიტიკურ ხარაკირს. ისინი სამუდამოდ ჩაწერენ თავიანთ თავს ამ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ჩვენი ევროატლანტიკური არჩევანის წინააღმდეგ. ეს არის მარტივად გათამაშებული პოლიტიკური ხარაკირი...

დღეს ჩვენ გვაქვს რეალობა, რომელიც აქამდე მართლა არ გვქონია. მე ხშირად ვადარებდი ამ პერიოდს საბჭოთა კავშირის დანგრევას, მაშინაც დიდი ეროვნული მუხტი იყო, მაგრამ მაშინ არ იდგა ჩვენ გვერდით დასავლეთი და ევროპა, მაშინ ჩვენ ვიყავით სრულიად მარტო ჩვენი სიმართლით. დღეს ვართ ვითარებაში, როცა გვაქვს მხარდაჭერა აშშ-დან და ევროპიდან. საზოგადოება სრულიად კონსოლიდირებულია. ერთეული ტიპები, რომლებიც არიან შეკრული მოსკოვთან, ცდილობენ ეს ქვეყანა მიუტანონ ზვარაკად პუტინს.

სრულიად აღფრთოვანებული ვარ იმით, რაც ხდება სამშობლოში ოპტიმისტურად ვარ და საფუძველი არამარტო ისაა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად - აქედან გამოვალთ უფრო გაერთიანებული, კონსოლიდირებული.

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში. დღეს ქართული ოცნება რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.