უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეტევითი ოპერაციის დროს დონეცკისა და ტავრიისკის მახლობლად 7 დასახლება გაათავისუფლეს.
მალიარი აცხადებს, რომ შეტევითი ჯგუფის ჯარების წინსვლა 6.5 კილომეტრი იყო.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, გათავისუფლებულია: სტოროჟევოე, ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, მაკარივკა და ბლაგოდატნე.