მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების განცხადება არ დაუკმაყოფილა

მაკრონმა საფრანგეთის პრემიერს თანამდებობის დატოვების განცხადება არ დაუკმაყოფილა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერმინისტრ გაბრიელ ატალის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუკმაყოფილა. ატალმა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ თქვა, რომ პოსტის დატოვების შესახებ მაკრონს დღეს მიმართავდა.

მაკრონის ოფისის განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა პრემიერს სთხოვა პოსტზე დარჩენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის სტაბილურობა.

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, არჩევნებში პირველ ადგილს ახალი სახალხო ფრონტი იკავებს, ხოლო მეორეზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია გავიდა. რაც შეეხება მარინ ლე პენს, ულტრამემარჯვენეები მესამე ადგილზე გავიდნენ.