მაკრონის თქმით, დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს

მაკრონის თქმით, დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დასავლეთი უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში უნდა დაეხმაროს.

"დასავლეთმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უკრაინას ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებაში დაეხმაროს. ეს არის ის, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა, რადგან ის, რაც მოხდება მომდევნო რამდენიმე თვეში, გვთავაზობს შანსს ხანგრძლივი მშვიდობისთვის", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ უკრაინის არმია მზადაა კონტრშეტევისთვის. მისი თქმით, უკრაინა საპასუხისმგებლო ამოცანის წინაშე დგას და შეცდომის უფლება არ აქვს.

27 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც უკრაინის არმიის კონტრშეტევის დაწყებაზე მიუთითებს. ამასთან, მან Telegram-ზე დაწერა: "დროა, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენია".