
სუმში რუსეთის მიერ განხორციელებულ ბალისტიკურ იერიშს, რომელმაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა. მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მოქმედებები და საერთაშორისო საზოგადოებას მტკიცე ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
მაკრონის განცხადება სრულად:
"დღეს დილით, რუსულმა რაკეტებმა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრს დაარტყა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალი მსხვერპლი მოჰყვა, მათ შორის კვლავ ბავშვებიც.
ყველას კარგად ესმის: ეს ომი მხოლოდ რუსეთის დაწყებულია. და დღეს უკვე ნათელია, რომ რუსეთი მარტო იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს ომი – სრულ უგულებელყოფაში ადამიანის სიცოცხლის, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.
საჭიროა ძლიერი ზომები, რათა რუსეთს თავს ვაიძულოთ ცეცხლის შეწყვეტა. საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს ამ მიზნის მისაღწევად, თავის პარტნიორებთან ერთად.
მსხვერპლთ, დაჭრილებს და მთელ უკრაინას, რომელიც წინააღმდეგობას განაგრძობს – ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პატივისცემა და ურყევი ერთგულება."