საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage 2000 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს.
"თანამშრომლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000 5 სერიის - ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე", - თქვა მაკრონმა მაუწყებელ TF1-თან ინტერვიუს დროს.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელები საფრანგეთში 5-6 თვის განმავლობაში ტრენინგს გაივლიან, რომლის მიზანი 4500 მომსახურე პერსონალის მომზადებაა.
"ჩვენ ყოველთვის ერთი ფილოსოფია გვქონდა, ჩვენ უკრაინელებს ბრძოლაში ვეხმარებით", - განაცხადა მან.
ინტერვიუს დროს მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქე რუსეთში დააკავეს.