
პორტუგალიაში ვიზიტისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან კომენტარი გააკეთა თეთრ სახლში, ზელენსკისა და ტრამპს შორის მომხდარი დაპირისპირების შესახებ და აღნიშნა, რომ რუსეთი აგრესორია, ხოლო უკრაინელი ხალხი თავდასხმის ობიექტია.
"ევროპული ქვეყნები და სხვა მოკავშირეები სამართლიანად დაეხმარნენ უკრაინას სამი წლის წინ, რუსეთისთვის სანქციების დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო და მათ გაგრძელებაც აუცილებელია. მნიშვნელოვანია პატივი ვცეთ მათ, ვინც ომის დაწყებიდანვე იბრძვის საკუთარი ღირსებისთვის, უფლებებისთვის და ევროპის უსაფრთხოებისათვის", - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, დღეს, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.