ეს ევროპისთვის ერთგვარი გამოსაცდელი და გადამწყვეტი მომენტია. ჩვენ, რაც უნდა იყოს და როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს აშშ-მ, მზად უნდა ვიყოთ უკრაინის დასაცავად და მისი მხარდაჭერისთვის.
ევროპას გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, მაგრამ ამასთანავე უნდა დავინახოთ ფართო სურათიც. უკრაინა ევროპის კონტინენტის ნაწილია და რაც არ უნდა მოიმოქმედოს ვაშინგტონმა, ჩვენი ვალია, მივიღოთ სწორი და გაბედული გადაწყვეტილებები უკრაინისა და მისი მოსახლეობის მხარდასაჭერად.
ევროპამ ნებისმიერ ფასად უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა შეუძლებელი გახადოს რუსეთის გამარჯვება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას თავისი უარყოფითი შედეგები ექნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე - კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შვედეთში, ქვეყნის პრემიერ, ულფ კრისტენსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.