მაკკალისტერი: არჩევნები განსაზღვრავს, შეძლებთ თუ არა კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას

გასული წლის დეკემბერში, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, არსებობდა მოლოდინი რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნებოდა. სამწუხაროდ, საქართველოში მას შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის ევროკავშირში მიღების პროცესი შეაჩერა. ევროპარლამენტმა ძალიან ნათლად თქვა, რომ ე.წ. უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის, ასევე ოჯახის ღირებულებებისა და უმცირესობის კანონის, ისევე როგორც საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებების უკან გაწვევის გარეშე, ჩვენ ურთიერთობებში პროგრესი არ იქნება. ამ ახალი კანონების მიღება ევროსაბჭოს მიერ საქართველოს მთავრობისთვის გაცემული 9 რეკომენდაციიდან მინიმუმ 3-ში საქართველოს პოზიციის უკან დახევას იწვევს.

ვხედავთ, უკუსვლას დეზინფორმაციის, პოლარიზაციის და ფუნდამენტური უფლებების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში ჩარევის მიმართულებით. ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო ევროსაბჭოს რეკომენდაციებში და ორი აზრი არ არის, რომ ამას უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე...

[რაც შეეხება არჩევნებს] არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და მისი გეოპოლიტიკური არჩევანის განსაზღვრაში. ისევე როგორც იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შენარჩუნებას.

განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკკალისტერმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.