მაჰაჩყალაში პოლიციაზე თავდასხმის შედეგად 3 სამართალდამცავი და ერთი თავდამსხმელი დაიღუპა

მაჰაჩყალაში პოლიციაზე თავდასხმის შედეგად 3 სამართალდამცავი და ერთი თავდამსხმელი დაიღუპა

დაღესტანში, მაჰაჩყალაში, უცნობმა პირებმა პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

РИА Дагестан-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავების მანქანით მიიმალნენ, მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ასევე, დაიღუპა ერთი თავდამსხმელიც.

დაღესტნის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა, ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ თავდასხმამდე პოლიცია შეეცადა მანქანის გაჩერებას, თუმცა მძღოლი ბრძანებას არ დაემორჩილა და ცეცხლი გახსნა. მისი თქმით, არიან დაშავებულებიც და სამართალდამცველები საქმეზე აქტიურად მუშაობენ.