
მადრიდში უკრაინის პრორუსი ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ყოფილი თანაშემწე ანდრეი პორტნოვი მოკლეს.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, მას გულმკერდის არეში ოთხი, თავის არეში კი ერთი ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს.
სროლა ადგილობრივი დროით 09:15-ზე იყო. ინციდენტი სკოლის შესასვლელთან მოხდა.
ანდრეი პორტანოვი 2011-2014 წლებში ვიქტორ იანუკოვიჩის თანაშემწე იყო, 2010-2014 წლებში კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 2014 წელს, ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მან უკრაინა დატოვა და რუსეთში გადავიდა, თუმცა 2019 წელს დაბრუნდა.
2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ანდრეი პორტანოვმა უკრაინა კვლავ დატოვა.