ლვოვში ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის თითქმის 1,9 მილიარდი ევროს დახმარება გამოაცხადეს

ლვოვში ევროპელმა ლიდერებმა უკრაინისთვის თითქმის 1,9 მილიარდი ევროს დახმარება გამოაცხადეს

ევროკავშირი უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის 1,9 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ ლვოვში მყოფმა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს.

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან უკრაინისთვის იარაღის შეძენა მოხდება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხით, ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით.

ამ თანხიდან 1 მილიარდი ევრო მიემართება "დანიური მოდელის" იარაღის შეძენისთვის - პირდაპირ უკრაინელი მწარმოებლებისგან.

ამ გზით ჩვენ არა მხოლოდ ვაძლიერებთ ჩვენს თავდაცვით შესაძლებლობებს, არამედ ვააქტიურებთ ეკონომიკასა და ინოვაციას ჩვენს თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში.

კიდევ 600 მილიონი ევრო გამოიყოფა არტილერიასა და საბრძოლო მასალაზე. 200 მილიონ ევროზე მეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ევროკავშირს მხარდაჭერისთვის.

განსაკუთრებული მადლობა დანიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებსა და იტალიას, რომლებიც განახორციელებენ 1 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინული იარაღის შესყიდვას.

ჩვენ ერთად ვართ ძლიერები. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ უკრაინაში სამართლიან მშვიდობას და მთელი ევროპის უსაფრთხოებას", - წერს შმიგალი.