ლუკაშევიცა: მთავრობასა და საზოგადოებას შორის კავშირი გაწყდა, საჭიროა ახალი არჩევნები

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება და იმატებს უპრეცედენტო სიჩქარით, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა შეწყდეს დემოკრატიული უკუსვლა.

მმართველი პარტიის მიერ სასტიკი მოპყრობა დემონსტრანტების მიმართ იწვევს ღრმა კრიზისს, კავშირი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის გაწყდა. ხალხი გამოდის ქუჩაში და გამოთქვამს პროტესტს. ვერანაირი გამოსავალი ამ კრიზისიდან ვერ იქნება ნაპოვნი, თუ არ ჩაერთო სამოქალაქო საზოგადოება.

როდესაც მთავრობას და საზოგადოებას შორის კავშირი გაწყვეტილია, საჭიროა დემოკრატიული, ახალი არჩევნები. თუ ახალი არჩევნები ბოლო არჩევნების მსგავს გარემოებებში გაიმართა, ეს არ მოგვიტანს დემოკრატიულ შედეგებს, საჭიროა ინკლუზიური პროცესი. პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ გათავისუფლებული.

რეზოლუციის პროექტი არის პირდაპირი ნიშანი იმისა, თუ როგორ უნდა შეჩერდეს დემოკრატიული უკუსვლა, ხაზს ვუსვამთ მკაფიო პირობებს, რომელიც უნდა შეასრულოს ქართულმა ოცნებამ. ჩვენ შევწყვეტთ დელეგაციის რამდენიმე წევრის უფლებამოსილებას, თუ ეს პირობები არ შესრულება, ასამბლეას არ ექნება სხვა გამოსავალი. [მთავარი არხის სინქრონული თარგამანი]

განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოხსენებაზე ლატვიელმა მომხსენებელმა, ზანდა კალნინა-ლუკაშევიცმა.