ლუკაშენკომ პუტინს ჩრდ. კორეასთან ერთად "სამმხრივი თანამშრომლობა" შესთავაზა

ლუკაშენკომ პუტინს ჩრდ. კორეასთან ერთად "სამმხრივი თანამშრომლობა" შესთავაზა

დღეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები სოჭში მიმდინარეობდა.

პუტინმა და ლუკაშენკომ შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს.

პუტინმა ლუკაშენკოს კიმ ჩენ ინთან გამართული სამიტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რის შემდეგაც ლუკაშენკომ თქვა, რომ მოსკოვს, მინსკსა და ფხენიანს შეუძლიათ "სამმხრივ თანამშრომლობაზეც" დაფიქრდნენ.

პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურს უკვე 300 000 ადამიანი უერთდება.