ველოდებით, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროსგან რეპრესიებს, დაიწყებენ, ალბათ, შემოწმებებს. რა თქმა უნდა, ჩემი ორგანიზაცია არ აპირებს თანამშრომლობას და ბევრი ორგანიზაცია არ აღიარებს ამ კანონს და არ აპირებს თანამშრომლობას. შესაბამისად, მათ რაც უნდათ, ის ქნან.
მზად ვართ ჯარიმებისთვის, ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, ვიცით, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ორგანიზაციის ფინანსების დაყადაღება, ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება, მაგრამ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მიზნებისთვის, ჩვენი მოტივაცია არ არის ფინანსები, ჩვენი მოტივაცია არის ამ ქვეყნის კეთილდღეობა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ამიტომ საკმარისი ძალები და ენთუზიაზმი გვეყოფა, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი და სხვისი უფლებების, მათ შორის, არჩევნებზე ხმების დაცვისთვის.
აცხადებს საქართველოს ეროვნული ორბიტის დამფუძნებელი ნინო ლომჯარია რუსულ კანონთან დაკავშირებით.