ლომჯარია სანქციებზე: გზავნილია, რომ სახ.დეპმა დაინახა ქართველების ბრძოლა თავისუფლებისთვის

ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაინახა რომ საქართველოში ადამიანები 1 წლის განმავლობაში არიან მზად რომ ფიზიკურად დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი. შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება არის ცალსახა გზავნილი, რომ მათ დაინახეს ქართველი ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის, სამართლიანი სასამართლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისთვის და ეს არის მათი მხრიდან ამ ბრძოლაში მათი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ

განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია ფორმულას ეთერში.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.