ყოფილი სახალხო დამცველი და სამოქალაქო პლატფორმა - საქართველოს ეროვნული ორბიტის დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მათ მიერ ევროპის მიმართ გატარებული შანტაჟის პოლიტიკის იქნა მოპოვებული.
როგორც ლომჯარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, სავარაუდოა, რომ მმართველი პარტია ახლო მომავალში ანტიდასავლურ კამპანიას კვლავ გაააქტიურებს.
"წინ კვლავ გველის ანტიდასავლური კამპანია, ის რამდენიმე კვირიანი მორატორიუმი, რომელიც დაიწყო ქართულმა ოცნებამ დასავლეთის, ევროკავშირის მიმართ, როცა ის თავს იკავებდა თავდასხმებისგან, თუ ომში ჩათრევის დაბრალებისგან და ა.შ. რეკომენდაციის გაცემის შემდეგ სტატუსის მიღებამდე, ალბათ, დასრულდა და ცოტა ხანში, ალბათ, ისევ უნდა ველოდოთ იმავე ტიპის რიტორიკას, მსგავს ინიციატივებს. შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის ხელახლა მიღების საკითხზეც დაიწყო მსჯელობა, თუმცა ოფიციალურად უარყოფენ, მაგრამ პროპაგანდა უკვე მუშაობს", - აღნიშნა ლომჯარიამ.
ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ სტატუსი ჩვენ მივიღეთ მათ მიერ გატარებული ევროპის მიმართ შანტაჟის პოლიტიკის შედეგად. ალბათ, ფიქრობენ, რომ მომავალ წელსაც მოლაპარაკებების გახსნაზე რეკომენდაციების გაცემა შესაძლებელია მსგავსი ტიპის შანტაჟის განხორციელების შედეგად", - აღნიშნა ლომჯარიამ.