![გორის საკრებულოს თავმჯდომარე: [რუსები გორში] მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ, მადლობა ღმერთს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/0c994c15-8b69-4983-b963-80cdbbc54896.jpg)
- კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება, ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს;
- კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად;
- კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;
როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც:
- საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა;
- პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;
- მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;
კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება.
წერს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.