ლომჯარია: ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს

რუსეთის შეკვეთით ნახევარი საქართველოს აგენტებად რეგისტრაციას და დევნას რომ კაცები მხარს დაუჭერენ, იმათგან რა უნდა გაგიკვირდეს, მაგრამ მაინც ისეთი მდაბიო სიბინძურე აფრქვიეს გუშინ ირაკლი ბერაიამ და ღუდუშაურმა, დაგამუნჯებს ადამიანს.

თეონა აქუბარდია, ანა წითლიძე - საკუთარ თავზე მეტი თქვეს, ვიდრე თქვენზე. ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა თქვენ!

თქვა ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. 31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ქალ ოპოზიციონერებს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს შეურაცხყოფა მიაყენეს და ისინი სექსისტურ კონტექსტშიც მოიხსენიეს.