ლომჯარია: ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონია ის კანონი, რომელსაც ხვალ განიხილავენ

დღეს ჩვენ ვდგავართ ნამდვილად კატასტროფის წინაშე და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაიაზროს, რომ ხვალ ამ [რუსული] კანონის განხილვის დაწყებით საქართველოში, საქართველოს პარლამენტი იწყებს ევროკავშირზე უარის თქმის ინიციირებას. ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმის კანონი არის ის კანონი, რომელსაც ხვალ პარლამენტი განიხილავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, როგორც არასდროს, დღეს არის მნიშვნელოვანი თითოეული მოქალაქის აქტიურობა.

განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.

ხვალ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი რუსული კანონის განხილვას იწყებს.