ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას არ აპირებს, არც მარტო და არც სხვასთან ერთად. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
ლომჯარიას თქმით, ქართულ პოლიტიკას დღეს კიდევ ერთი ახალი პარტიის შექმნა არ სჭირდება. ლომჯარია აცხადებს, რომ ქართულ პოლიტიკას დღეს სჭირდება ამბიციური პოლიტიკური გაერთიანებები, ამპარტავნების გვერდზე გადადება და გამარჯვებისთვის საჭირო კომპრომისებზე წასვლა.
ლომჯარიას თქმით, საკუთარ თავს ხედავს იმაში, რომ ხელი შეუწყოს იდეების ლობირებას, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. ის ამ პროცესში დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეებთან თანამშრომლობას აპირებს.
"თუ ამის აუცილებლობის მკაფიო გააზრება და შეთანხმება ვერ მოხდება ფართო ოპოზიციურ სპექტრში, თუ ისევ გაგრძელდება ელექტორალური გაგებით ტყუპისცალი პარტიების ჩამოყალიბება ან/და არჩევნებზე „მარტო გავალთ“-ს ძახილი, არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, მე ან ჩემნაირები რომელიმე პარტიაში წავლენ თუ არა. პროცესმა მხოლოდ ამ ქვეყნის გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს და არა მორიგ ეროვნულ ფრუსტრაციამდე.
შესაბამისად, საკუთარ თავს და როლს ახლა ვხედავ იმაში, რომ მე და ჩემმა გუნდმა ხელი შევუწყოთ ამ იდეების ლობირებას, რომლებიც ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ დემოკრატიულ ცვლილებებს მოიტანს. მზად ვარ ამ პროცესში ვითანამშრომლო ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარესთან", - ამბობს ლომჯარია.
ნინო ლომჯარიას თქმით, მისი, როგორც მოქალაქის მკაფიო სურვილია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით საქართველოში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს. ამისათვის ის მმართველი პარტიის ინსტიტუციური და ფინანსური ძალაუფლების საპირწონედ "სოლიდური ოპოზიციური ცენტრების" შექმნაზე საუბრობს.
"თუ 5%-იან ბარიერთან შორიახლოს მყოფი ოპოზიციური პარტიები გადაწყვეტენ, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე იყარონ კენჭი, მაღალია რისკი იმისა, რომ ისინი პარლამენტს გარეთ დარჩნენ, ხოლო მათი ოპოზიციურად განწყობილი ხმებს ჯამი, რომელმაც 20%-მდეც შეიძლება მიაღწიოს, ბარიერ გადალახულ პარტიებზე გადანაწილდება. ამ სცენარში „ქართული ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტების შესაძლებლობა ოპოზიციურად განწყობილი ხმების ხარჯზე მიეცემა", - წერს ლომჯარია.
ყოფილი სახალხო დამცველი გამოყოფს 5 საკითხს, რაც მისი აზრით უნდა გაკეთდეს: