დაკონკრეტება და შემოტანა ახალი ხელოვნური რეგულაციების კონკრეტულად ამ საკითხზე, ისახავს მხოლოდ იმ მიზანს, რომ უბრალოდ პოლიციას აპრიორი ჰქონდეს რაღაც ხელოვნურად შექმნილი საფუძველი და ნებისმიერი კონსტრუქცია, თუ ნებისმიერი დროებითი კარავი, რომელსაც გაშლის იქ შეკრებილი ადამიანი, რომ წვიმისგან და სიცივისგან დაიცვას თავი, განიხილოს როგორც უკანონო და შემდეგ უკვე აქციის მონაწილეებმა უნდა ამტკიცონ, რომ, ასე ვთქვათ, მტკიცების ტვირთი გადადის მოქალაქეებზე და შეკრებილ ადამიანებზე ასეთ ვითარებაში. ვფიქრობ, რომ ამ კანონის შემოღების მიზანი სინამდვილეში არის ხელის შეშლა და ბარიერების შექმნა გამოხატვის და შეკრების უფლების რეალიზაციაში.
ამბობს ყოფილი ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნება დღეს საკუთარ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში მკაცრი რეგულაციები შედის.