ლიპავსკი: სანამ რუსული საზოგადოება არ შეიცვლება, რუსეთი ევროპისთვის საფრთხეა

ჩვენ არ შეგვიძლია იგივე ურთიერთობა გვქონდეს ქვეყანასთან, რომელიც მეზობლის წინააღმდეგ აგრესიულ ომს აწარმოებს და საერთაშორისო წესრიგს ემუქრება. სანამ რუსული საზოგადოება არ შეიცვლება, რუსეთი ევროპისთვის საფრთხის შემქმნელი იქნება.

ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ რუსეთის დიპლომატიური ყოფნა რუსეთში. ჩვენ გაყინული გვაქვს რუსული აქტივები - დაახლოებით 10 მილიარდი კრონი (დაახლოებით 460 მილიონი დოლარი). ჩვენ შევამცირეთ და გავაგრძელებთ რუსეთზე ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას.

განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ.