ლინკევიჩუსი: რაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ, ვრწმუნდებით - საქართველოში არჩევნები გაყალბდა

რაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. დავამატებდი - როგორც მოსალოდნელი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს, იყოს ერთიანი, განაგრძოს მოქმედება. რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევი და უბრალოდ არასწორია.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.