ლილო მოლის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 5 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული.
როგორც ცნობილია, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. სავაჭრო ცენტრის მთელი ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია უკვე მოხდა - დაშავებულების შესახებ ცნობილი არ არის.
წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობის ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.
ცეცხლი, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, 2 საათზე მეტი ხნის წინ გაჩნდა.