ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი უკრაინის დედაქალაქში კიევში ჩავიდა.

"მე დავბრუნდი კიევში, რადგან მეგობრები აქ სწორედ ამისთვის არიან" - წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.

მანამდე, 11-12 სექტემბერს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ყირიმის პლატფორმის ფარგლებში იმყოფებოდა.