ლატვიის პრემიერმინისტრი და ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდნენ

ლატვიის პრემიერმინისტრი და ლიეტუვის პრეზიდენტი კიევში ჩავიდნენ

ლატვიის პრემიერმინისტრი ევიკა სილინა და ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ასევე, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი მილოშ ვისტრჩილი კიევში იმყოფებიან.

ოფიციალური პირები უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში ჩავიდნენ.

”უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა გადამწყვეტია მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”, - განაცხადა ნაუსედამ.

ყირიმის მეოთხე პლატფორმის ჩატარებისას პოლიტიკოსები საერთაშორისო კონსულტაციებისა და კოორდინაციის ფორმატზე ისაუბრებენ, ეს კი ყირიმის ნახევარკუნძულის რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლებას გულისხმობს.

ყირიმის პლატფორმის სამიტი დღეს, 11 სექტემბერს დაიწყო და კიევი ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის ვიზიტს ელოდება.