
ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნგრეთის გვერდის ავლით დაიწყოს. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, წერილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს ლიეტუვამ გასულ კვირას გაუგზავნა.
წერილში ლიეტუვა წერს, რომ ბლოკმა უნდა მიიღოს „გადამწყვეტი ზომები“, რათა უკრაინის წევრობისკენ სწრაფვა „ხელშესახები და შეუქცევადი“ გახდეს.
ლიეტუვის თქმით, უმოქმედობა საფრთხეს უქმნის უკრაინაში ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შესუსტებას და რეფორმების ინსტიტუციური ნების შელახვას.
ლიეტუვას წინადადება უკრაინასთან და მოლდოვასთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს უნგრეთის გარეშე, თუ 26 წევრი სახელმწიფო დათანხმდება. ფორმალური პროცესი კი შეიძლება მოგვიანებით დაიწყოს, თუ ბუდაპეშტი თავის პოზიციას შეცვლის ან უნგრეთში მთავრობა შეიცვლება.
წინადადების განხილვა, სავარაუდოდ, 1-2 სექტემბერს, კოპენჰაგენში მოხდება, სადაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, კაია კალასის ხელმძღვანელობით, შეიკრიბებიან და ძირითადად უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთზე გაამახვილებენ ყურადღებას.