ლიბანიდან ისრაელზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ლიბანიდან ისრაელზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.

ტერორისტული ჯგუფი გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ლიბანში მათმა დანაყოფებმა ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაუშვეს.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა თქვეს, რომ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე დასახლებებში დაახლოებით 20 რაკეტა ისროლეს. IDF-ში აღნიშნავდნენ, რომ მათ თავდასხმას საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.