ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ

ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ

პარტია საქართველოსთვის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ.

როგორც ცნობილია, მას 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

ფორმულა დეტალების გარკვევას ცდილობს.

პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკოსი ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა, როდესაც მას ორ ათეულამდე უცხო ახალგაზრდა კაცი თავს დაესხა.

"ბიძინა ივანიშვილის მუქარის მერე ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ მის მიერ არის ორგანიზებულ და რა თქმა უნდა ლევან გოგიჩაიშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება", - აღნიშნავენ პარტიაში.