უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ პეტიციას ავრცელებენ და გმობენ 20 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის ფაქტს.
მათი თქმით, მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის პროფესორის, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და მისი თანმხლები პირების ქმედება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტის იდეასა და მისიას, ახალისებს ძალადობას, დაპირისპირებას და არღვევს სტუდენტის უფლებებს.
"დაუშვებელია პოლიტიკოსის პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სტუდენტის ლექციაზე არდაშვება, მასზე ფიზიკური ძალადობა, სტუდენტების დაყოფა პოლიტიკური და სხვა ნებისმიერი ნიშნით.
არავის აქვს უფლება ძალადობრივი მეთოდებით შეზღუდოს ადამიანის/სტუდენტის გამოხატვის თავისუფლება. უნივერსიტეტი უნდა იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც დაცული იქნება კანონიერების ფარგლებში პოზიციისა და აზრის გამოხატვის უფლება", - წერის განცხადებაში.