ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ გაიაროს სამედიცინო მკურნალობა.
"ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა", - წერს Twitter-ზე ლექსმანი.
გუშინ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მისი თქმით, ბევრი მიზეზი და გზა არსებობს სიტუაციის შესაცვლელად.